საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 40547

ფაქტი 40547

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა იუწყებოდა, რომ უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით შექმნილი კომისია ყოველდღიურად მართავდა სხდომებს საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდებდა საზოგადოებას მონაწილეობისკენ. შემოწირულობების, განცხადებებისა და ცნობების მიწოდება შეიძლებოდა მთავარი კომისიის მდივანთან, სტუდენტ დავით წერეთელთან, 11-13 და 17-19 საათებში, სტუდენტთა სასადილოში, თავისუფლების მოედანზე.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
საქართველო, 1920 | 22 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 40547; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .