საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41121

ფაქტი 41121

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბათუმში სურსათის კრიზისის და სიძვირის გამო არეულობა იყო. ბოლო ხუთი კვირის მანძილზე ფქვილს ბრიტანეთის არმიიდან იღებდნენ, რომელიც შეწყდა. ბათუმის სამხედრო გუბერნატორმა კუკ-კოლისმა სტამბულში 500 ტონა ფქვილი შეიძინა, რომელიც გემით უნდა მოეზიდათ. ამ ფქვილში ინგლისის სარდლობას უნდა გადაეხადა ინგლისური ფული (გირვანქა სტერლინგები), ან ამიერკავკასიის ბონები.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
საქართველო, 1920 | 15 იანვარი*

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41121; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .