საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41153

ფაქტი 41153

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან-ხოისკი რუსეთის საგარეო სახალხო კომისარ გეორგი ჩიჩერინს საპასუხო რადიო-ტელეგრამით აუწყებდა, რომ აზერბაიჯანმა სისხლით მოიპოვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა დემოკრატიული რესპუბლიკის სახით და ერთსულოვანია მის დაცვაში, რისთვისაც ებრძოდა დენიკინის მომხრეებს და თავდაცვითი კავშირი შეკრა საქართველოსთან. აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე მას ექნება კეთილმეზობლური დამოკიდებულება რუსეთთან ორივე სახელმწიფოს სუვერენობის დაცვის პრინციპების საფუძველზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41153; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .