საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41257

ფაქტი 41257

1888 წლის 26 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იოსებ ცისკარიშვილის ცნობით თელავში გახსნეს ახალი აფთიაქი, რაც სასიხარულო ფაქტი იყო თელაველებისათვის, რადგან მხოლოდ ერთი აფთიაქის ამარა იყო მთელი ქალაქი. ი. კახელის თქმით ექიმები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ თუ რა ღირებულების წამლებს უწერდნენ პაციენტებს, ამით შემდეგ აფთიაქი სარგებლობდა და დაწესებულ ფასზე კიდევ ამატებდა თანხას, საბოლოო ჯამში ღარიბი ხალხი ვერ ახერხებდა წამლის ყიდვას და ისევ შინაური მკურნალობის ხერხს მიმართავდნენ.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1888 | 26 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41257; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .