საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41276

ფაქტი 41276

1868 წელს გამოსულ „Кавказский календарь на 1869 год“-ში დაიბეჭდა მორიც გრიგოლის ძე ექსელბირტის სტატია, რომელიც ეხებოდა სამრეწველო საქმიანობას ამიერკავკასიაში. სტატიიდან ირკვევა, რომ ტვირთის გადაზიდვას თავრიზიდან თბილისსა და საპირისპირო მიმართულებით აწარმოებდნენ სპარსეთის ქვეშევრდომები. ამ საქმიანობაში მათ ხელს უწყობდა 1865 წელს კავკასიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული რუსული კომპანია „Надежда“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41276; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .