საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41353

ფაქტი 41353

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სენაკის მაზრის სოფელში მოღვაწე მწერალმა შეადგინა ყალბი და უსაფუძვლო საჩივარი სკოლასა და მასწავლებლებზე და გაუგზავნა შესაბამის განყოფილებას. საჩივრის საფუძელზე სოფელში ჩავიდა სასოფლო სკოლების დირექტორი ფილიპე ლევიცკი მაზრის უფროსის თანაშემწე ი. ჭიჭინაძესთან ერთად, ადგილზე მისულებს მამასახლისმა განუცხადა, რომ ეს საჩივარი მწერლის მიერ იყო შედგენილი და მათ არანაირი უკმაყოფილება არ ჰქონდათ სკოლისა და მასწავლებლების მიმართ. მამასახლისი უყურადღებობისა და გაუფრთხილებლობისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს, მწერალი კი ისევ თავისუფლად აგრძელებდა უსაფუძვლო საჩივრების შეტანას სასამართლოში.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1888 | 23 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41353; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .