საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41432

ფაქტი 41432

1888 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია თელავში გამართულ „თელავის დამზოგველ-შემნახველ საზოგადოების“ კრების შესახებ. მისი გადმოცემით კრება სრულფასოვნად არცერთხელ არ ჩატარდა და წევრების დაუსწრებლობის გამო რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ კრება 31 იანვარს შედგა და განიხილეს გასული წლის ანგარიში. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბანკის წევრთა სიაში იყვნენ ისეთი გლეხები და თავადაზნაურები, რომლებიც დათქმულ დროზე არ იხდიდნენ სესხის თანხას ან კიდევ საერთოდ არ იხდიდნენ, ამიტომ ბანკის გამგეობის ახალ წევრებს გულმოდგინედ უნდა ემუშავათ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორებულიყო.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1888 | 12 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41432; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .