საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41844

ფაქტი 41844

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ სესხისა და ვალის ბანკში შეტანა ისე გაეადვილებინათ, როგორც სახელმწიფო ბანკმა გაუადვილა აზნაურებს ვალის გადახდა და შეუმცირა ფულის სარგებელი. სწორედ ამ საკითხზე უნდა ემსჯელა ბანკის მეპატრონეებთან ერთად, ირონიულად კი არ უნდა ელაპარაკათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41844; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .