საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41890

ფაქტი 41890

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გამოიცა და ახლად დაიბეჭდა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ შედგენილი „ვახუშტის საქართველოს ისტორია“. წიგნის შინაარსი სამი წინასიტყვაობისაგან შედგებოდა: 1. განხილვა ძველი ქართული ქრონოლოგიისა; 2. ცნობა ვახუშტიზე და მის ქარტიებზე; 3. ქართული ისტორიული წყაროებისა და „ქართლის ცხოვრების“ მნიშვნელობაზე. ასევე, თავმოყრილი იყო ცნობები საქართველოს ძველ წესდებებსა და ზნე-ჩვეულებებზე, ძველი ისტორიიდან საქართველოს სამეფო-სამთავროებად დანაწილების პერიოდამდე.

წელი:
1886
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1886 | 28 მაისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41890; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .