საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 42037

ფაქტი 42037

1888 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელმა მ. ოსიძემ სოფელ ხეცერაში სკოლის არარსებობის გამო მოინდომა სამრევლო სკოლის გახსნა. მას დახმარებას დაპირდა აზნაური კოსტა გვათუა. საზოგადოებამ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლს გაუგზავნა თხოვნა, რომ თანხმობა განეცხადებინა მ. ოსიძის ინიციატივაზე. სკოლის გახსნას ეწინააღმდეგებოდა ორი პიროვნება, რომლებიც ხალხში ხმას ავრცელებდნენ თითქოს სკოლა მეტად მავნე და უმნიშვნელო იყო მათთვის, ამიტომ მოსახლეობამ გადაიფიქრა და მალევე თხოვნით მიმართა ეპისკოპოსს, არ გაეცა თანხმობა სამრევლო სკოლის გახსნის თაობაზე.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1888 | 27 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 42037; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .