საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4207

ფაქტი 4207

1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „დედაენის“ I ნაწილის გამოცემის შესახებ. მათი ცნობით, „დედაენის“ შესწორება სასკოლო სექციისგან მინდობილი ჰქონდა ლუარსაბ ბოცვაძეს, რომელიც ავად გახდა და ვერ შეძლო მუშაობა. სასკოლო სექციამ დაადგინა, დროის სიმცირის გამო, უცვლელად გამოეცათ „დედაენა“ და შემდეგ შეესწორებინათ. გამგეობამ დაადგინა, შეუსწორებლად დაბეჭდილიყო 50000 ცალი, ხოლო შემდეგი გამოცემა შესწორებულიყო რადიკალურად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4207; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .