საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 42206

ფაქტი 42206

1920 წლის 3 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ხატისოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ სომხეთის მთავრობამ არა ერთხელ გამოთქვა სურვილი ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის დაახლოების შესახებ, იმჟამადაც რჩებოდა იგივე შეხედულებაზე და ამ საკითხს გადაწყვეტდა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კონფერენციაზე, რომლის მოწვევის დროს და ადგილს სომხეთის მთავრობა უახლოეს მომავალში დაადგენდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 42206; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .