საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 42323

ფაქტი 42323

1897 წლის 25 იანვრისთვის განჯის კლუბის დაბრაზში დაგეგმილი იყო საქველმოქმედო საღამო. საღამოზე უნდა წარედგინათ კომედია „მე მინდა კნეინა გავხდე”. მთავარ როლებს ვასო აბაშიძე და ნატო გაბუნია ასრულებდნენ. წარმოდგენის შემდეგ ქართული სიმღერები უნდა შეესრულებინა ბ. ბეჟანიშვილის მიერ შედგენილ ქალ-ვაჟთა გუნდს. საღამოს გამგეთ აირჩიეს ალექსანდრა გიორგის ასული ყანჩელისა. მსურველებს მის სახელზე უნდა გამოეგზავნათ ნებისმიერი სახის შემოწირულობა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 42323; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .