საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 42325

ფაქტი 42325

1897 წლის 9 იანვარს „ცნობის ფურცელში” კონსტანტინე ივანეს ძე მუხრან-ბატონის შესახებ დაბეჭდილი ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, მას და მამამისს, ივანე მუხრან-ბატონს, რვა სოფელში ჰქონდათ გაშენებული ვენახები. მათი ღვინოები დიდი წარმატებით სარგებლობდა საზღვარგარეთ, ძირითადად რუსეთში და კარგი ღვინის დაყენებისთვის არაერთი ჯილდო ჰქონდათ მიღებული, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო გერბი და პარიზის გამოფენის ოქროს მედალი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 42325; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .