საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4265

ფაქტი 4265

1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის განცხადება სახელმძღვანელო წიგნების: „დედაენა“ I, II ნაწილების, „ბუნების კარის“, ხრამელაშვილის კრებულების შესწორების შესახებ. ბაზრის დაკარგვის შიშით, საჭირო იყო წიგნების შესწორებას დაუყოვნებლივ შესდგომოდნენ. გამგეობამ დაადგინა, სახელმძღვანელო წიგნების შესწორების საქმის სამწიგნობრო ნაწილის გამგე-ხელმძღვანელს მინდობოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4265; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .