საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4270

ფაქტი 4270

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის მოხსენება „დედაენის“ I- II ნაწილის და „ბუნების კარის“ ფასის გადიდება-გაყიდვის შესახებ. გამგეობამ დაადგინა: „დედაენის“ I ნაწილი გაიყიდათ ცალი 12 მანეთად, II ნაწილი ყდით – 18 მანეთად, უყდო – 15 მანეთად. „დედაენის“ II ნაწილის 15000 ეგზემპლარი დაებეჭდათ და გაკეთებინათ ყდაში. მაღაზიის გამგეს „დედაენის“ I ნაწილი გაეყიდა მხოლოდ ცალობით, დარჩენილი ეგზემპლარები აღმოსავლეთ საქართველოს ერთ რომელიმე კუთხეს მიწოდებოდა. „ბუნების კარი“ კი გაეყიდათ ცალი 20 მანეთად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4270; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .