საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 42745

ფაქტი 42745

1888 წლის 6 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთის გამოსაწერად თბილისში უნდა მიმართონ ა) რედაქციას, რომელიც მდებარეობდა ახალ-ბებუთოვის ქუჩაზე, ზუბალოვის 9 ნომერში, ბ) ლ. ბ. ხიდდეკელის გაზეთის სააგენტოს გოლოვინის პროსპექტზე, გ) „წერა-კითხვის საზოგადოების“ კანცელარიას, დ. სარაჯიშვილის ეზოში. ქუთაისში ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიას, ხონში ნესტორ წერეთლის წიგნის მაღაზიას და ბათუმში მ. ნათაძეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 42745; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .