საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 43024

ფაქტი 43024

1920 წლის 24 იანვარს ქართულ კლუბში უნდა გამართულიყო საოჯახო საღამო ქართული კლუბის მამასახლის კოტე ზაქარიას ძე მაყაშვილის ხელმძღვანელობით. რუსული დრამის თეატრი „ტარტოს“ წარმოადგენდა ერთმოქმედებიან ფარსს „მგლოვიარე მანდილოსანი“ და კონცერტს. მონაწილეობას მიიღებდნენ ალეშკო, ო.ს. კალანდაძე-ოგასოვა, ხორინა, გრიგოლ ინაშვილი, ლეონ ისეცკი და იური საბინინი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 43024; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .