საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 43114

ფაქტი 43114

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრება, რომელზეც უნდა აერჩიათ გამგეობის ახალი თავმჯდომარე. კენჭს იყრიდა ნიკოლოზ ღოღობერიძე და მისი მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის ცუდ პიროვნებად წარმოეჩინათ, ამიტომ წამოაყენეს არც თუ ისე ცნობილი პიროვნებების კანდიდატურა, ესენი იყვნენ: დ. თ. ბაქრაძე, ნიკოლოზ დადიანი, კირილე ლორთქიფანიძე და დიმიტრი დადიანი. თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 43114; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .