საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 43265

ფაქტი 43265

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ სწავლა-განათლების გამგემ იაკობ გოგებაშვილის წიგნები „ბუნების კარი“ და „დედა ენა“ შესამოწმებლად გაუგზავნა პეტერბურგის სწავლულთა კომიტეტს, რომელთაც წიგნების განხილვა ალექსანდრე ცაგარელს დაავალეს. ცაგარელმა მოიწონა ი. გოგებაშვილის წიგნები და კომიტეტმა მისი თანხმობით სწავლა-განათლების გამგეს წიგნების სკოლებში გამოყენება ურჩია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 43265; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .