საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 43275

ფაქტი 43275

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ მისმა დიპლომატიურმა მუშაობამ უშედეგოდ არ ჩაიარა – შვეიცარიაში გატარებული წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ევროპის პოლიტიკურ მოღვაწეებთან მიაღწია, რომ საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის საკითხს, განიხილავენ განცალკევებით, რუსეთისგან დამოუკიდებლად. ამას ხელი შეუწყო ამიერკავკასიის საერთაშორისო და გეოგრაფიულმა მდგომარეობამაც – ამიერკავკასიის, როგორც აზიის, ინდოეთის და სპარსეთის კარიბჭის მნიშვნელობამ. ამ აზრს იზიარებს დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, იტალია და შესაძლოა საფრანგეთიც. ევროპელების ტერმინოლოგიით, ამიერკავკასია არის საერთაშორისო ჯვარედინი გზა.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველო, 1920 | 10 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 43275; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .