საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4333

ფაქტი 4333

1918 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის მოხსენება მეორე კლასიან (ყოფილი საეკლესიო) სამასწავლებლო სკოლათა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთების შესახებ. დაადგინეს, რომ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთებულიყო ბანძის ვაჟთა და ზუგდიდის ქალთა მეორე კლასიანი სკოლები, პირველი – სრული სახაზინო ხარჯით, ხოლო მეორის ზედმეტი ხარჯები ზუგდიდს დაკისრებოდა. დაადგინეს, ეს საქმე დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს დაკისრებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4333; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .