საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4350

ფაქტი 4350

1919 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნინო ნაკაშიძის წინადადება, გამგეობამ შეიძინოს მისგან წიგნების დასაბეჭდი 8 კლიშე, რომელიც წაღებული ჰქონდა მას „დედაენა“ I და II ნაწილისთვის. გამგეობამ გადაწყვიტა, შეეძინათ 8 კლიშე ცალი 40 მანეთად, უნდა მიეცათ სულ 320 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4350; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .