საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 45151

ფაქტი 45151

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭის მკვიდრები დიდ გაჭირვებაში იყვნენ უნაყოფო მიწებისა და შიმშილის გამო. რაჭაში 46 501 დესეტინა ტყე იყო და თუკი სახელმწიფო ქონებათა გამგეობა უფლებას მისცემდა ხალხს გამოეყენებინა ეს მიწები, მაშინ შრომისმოყვარე და დაუზარელი რაჭველი თავის მიწას წალკოტად აქცევდა, რის შემდეგაც აღარ მოუწევდა მამა-პაპისეული ადგილიდან გადასახლება.

წელი:
1886
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1886 | 5 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 45151; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .