საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4520

ფაქტი 4520

1919 წლის 6 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ განათლების სამინისტრო კავკავის სკოლის დახმარებაზე უარს აცხადებდა იმ მიზეზით, რომ ეს სკოლა საქართველოს ტერიტორიის გარეთ იყო. შუამდგომლობა 1919 წლის 25 აგვისტოს იყო აღძრული. გამგეობამ კავკავის სკოლის საკითხის გამოკვლევა მიანდო სასკოლო კომისიას, რომელსაც დასკვნა გამგეობის კრებაზე უნდა წარედგინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4520; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .