საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 45317

ფაქტი 45317

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამსონ ტარიელის ძე , იასონ ალმასხანის ძე და გიორგი ანტონის ძე წულუკიძეებს, ივანე გლახუას ძე ქუთათელაძეს და სტეფანე დავითის ძე ფურცელაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ეწერში მდებარე 161 დესეტინა და 2016 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 45317; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .