საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4564

ფაქტი 4564

1919 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ მთავრობის სტამბის „დედაენაზე“ მომუშავე ასოთამწყობები და რუხაძის სტამბის მუშები ითხოვდნენ დაეთმოთ მათთვის ნახევარ ფასში 10 ცალი „დედაენის“ II ნაწილი ან თითო ეგზემპლარი დაბეჭდილი წიგნებისა. გამგეობამ დაადგინა, მიეცეს თითო ეგზემპლარი ყოველი დაბეჭდილი წიგნისა იმ პირთ, რომელნიც ნამდვილად იმუშავებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4564; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .