საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 47781

ფაქტი 47781

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ქართველ მწერალთა კავშირის საბჭო აცხადებდა, რომ 25 იანვარს, 12 საათზე დიდუბის პანთეონში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აღსანიშნავად გაიმართებოდა საეკლესიო და სამოქალაქო პანაშვიდები ქართველ პოეტთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, იროდიონ ევდოშვილის, ლალიონის, არჩილ ჯორჯაძის, ალექსანდრე ყიფშიძისა და სხვათა გასახსენებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 47781; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .