საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 47797

ფაქტი 47797

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ საქართველოს მთავრობა უარყოფდა სახალხო კომისართა საბჭოს ბრალდებას, თითქოს საქართველოს მოკავშირეებთან მოლაპარაკების მიზანი რუსეთისადმი აგრესიული პოლიტიკის წარმოება იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 47797; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .