საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 47799

ფაქტი 47799

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს სწერდა, რომ საბჭოთა მთავრობამ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით გერმანიის იმპერიალიზმის მონობაში ჩააგდო რუსეთი, იმპერიალისტურ ოსმალეთს ამიერკავკასიის კარი გაუღო და მისცა ქვეყნის ციხესიმაგრეები: ბათუმი, ყარსი და არდაგანი, რითაც დარტყმა მიაყენა კავკასიას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 47799; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .