საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 47902

ფაქტი 47902

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის 1920 წლის 27 იანვრის ბრძანება სამხედრო საქმეთა უწყების მიმართ, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის საზღვრებში იმ პირთ, რომლებიც არ იმყოფებოდნენ რესპუბლიკის არმიის საშტატო თანამდებობებზე, ეკრძალებოდათ სამხედრო ფორმის ტარება, ხოლო არმიაში მომსახურეებს ევალებოდათ დაწესებული ფორმის და მოწმობების ტარება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 47902; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .