საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4988

ფაქტი 4988

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ მე-4 უბნის მომრიგებელი სასამართლო აუწყებს საზოგადოების გამგეობას, ნებაყოფლობით დაცალოს შმულევიჩის სახლი, სადაც მოთავსებულია ავლაბრის ბიბლიოთეკა, არაუგვიანეს 6 ნოემბრისა. გამგეობამ მდივანს მიანდო საქმის გარკვევა, ღებულობს თუ არა ავლაბრის კულტურული წრე ბიბლიოთეკას თავის გამგებლობაში. თუ 6 ნოემბრამდე ბიბლიოთეკას არ ჩაიბარებენ, უნდა გადმოიტანონ საზოგადოების ბინაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4988; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .