საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5125

ფაქტი 5125

1919 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინოპოლში მყოფი საქართველოს მისიის შუამდგომლობა იქ მცხოვრებ ქართველ მაჰამდიანთათვის ქართული სკოლის დაარსების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, სკოლის დაარსებას კონსტანტინოპოლში დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, რომ საზოგადოების გამგეობა სიამოვნებით იკისრებდა კონსტანტინოპოლში ქართული სკოლის გახსნას, რისთვისაც შეიმუშავებდა შესაფერის გეგმას და ხარჯთაღრიცხვას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5125; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .