საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5141

ფაქტი 5141

1919 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით ბაქრაძის თხოვნა, რომ მთავარმა გამგეობამ განათლების სამინისტროს მიმართოს თხოვნით, რათა მან თავის მხრივ აღძრას შუამდგომლობა გზათა მინისტრის წინაშე, რომ ამ უკანასკნელმა დავით ბაქრაძეს მისცეს რკინიგზით უფასო სიარულის ნება. ბაქრაძე წიგნების გამყიდველი იყო. გამგეობამ გადაწყვიტა, თხოვნა გადაეგზავნოს განათლების სამინისტროს ცნობით, რომ ბატონი ბაქრაძე ნამდვილად ავრცელებს წიგნებს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5141; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .