საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5264

ფაქტი 5264

1919 წლის 20 იანვარს ქუთაისის ქალთა პირველმა გიმნაზიამ სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1919 წლის 15 იანვარს ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა ფიზიკის 10 თავისუფალ გაკვეთილზე წარჩინებული ინჟინერ-ტექნიკოსი გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე მიეწვია. გიმნაზიამ მინისტრს სთხოვა ნებართვა, დაეშვა იგი აღნიშნული გაკვეთილების მასწავლებლად. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ი. კუჭუხიძე და საქმისმწარმოებელი მეთ. ცაგარეიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5264; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .