საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5355

ფაქტი 5355

1919 წლის 5 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზუგდიდის სკოლის მასწავლებელ კვარაცხელიას თხოვნა 6 თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. სკოლა იმჟამად ქალაქის თვითმართველობას ჰქონდა გადაცემული. გამგეობამ გადაწყვიტა, ადგილობრივი განყოფილების საშუალებით შეეკრიბა ცნობები კვარაცხელიას შესახებ, რა დროიდან ირიცხებოდა იგი ზუგდიდის სკოლის მასწავლებლად და ვინ დანიშნა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი უნდა დაეკმაყოფილებინათ ჯამაგირით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5355; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .