საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5414

ფაქტი 5414

1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ისიდორე კვიცარიძის წინადადება მისი შრომის (თარგმანი) „როგორ ცხოვრობდნენ ძველად ადამიანები“ გამოცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, ხსენებული წიგნი, როგორც მთარგმნელის მიერ წარმოდგენილი საბუთებიდან ჩანდა, ნებადართული იყო სკოლაში სასწავლებლად. კვიცარიძე წიგნის გამოცემის საჭიროებისთვის 50 ოზმა (ქაღალდის საზომი ერთეული, უდრიდა 480 ფურცელს) ქაღალდს იძლეოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, შეედარებინათ კვიცარიძის თარგმანი უკვე დაბეჭდილ წიგნებთან და შემდეგ ემსჯელათ წიგნის გამოცემის შესახებ. შედარება გიორგი ჯავახიშვილს მიენდო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5414; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .