საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5421

ფაქტი 5421

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახალხო გვარდიის საარტილერიო ბრიგადის უფროსის თხოვნა, ჯარისკაცთა შორის წერა-კითხვის გასავრცელებლად დათმობოდა მას სახელმძღვანელო წიგნები. ბრიგადის სკოლებში 200 კაცი სწავლობდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცა 1000 მანეთის წიგნები მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის ნავარაუდევი თანხიდან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5421; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .