საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5423

ფაქტი 5423

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ ქუთაისის მაზრის მასწავლებელთა კავშირის ტობანიერის ფილიალის განყოფილებამ გადაწყვიტა, გახსნას წიგნის მაღაზია და ხელმისაწვდომ ფასებში მიაწოდოს როგორც მოწაფეებს, ისე ხალხს სახელმძღვანელო და სახალხო საკითხავი წიგნები. განყოფილების გამგეობა თხოულობს, დაეთმოს მას წიგნები ნისიად და პროცენტის დაკლებით. გამგეობამ ჯერჯერობით უარი უთხრა წიგნების ნისიად დათმობაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5423; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .