საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5608

ფაქტი 5608

1918 წლის 26 აგვისტოს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენების „ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებლის ნივთიერი დახმარების შესახებ“ მიხედვით, ქალთა საშუალო სასწავლებლები ყოველწლიურად იღებდნენ 3 500 მან. შემწეობას, მაგრამ ეს ვერ აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნილებას. წმ. ნინოს სასწავლებელმა ვერ შეძლო ჯამაგირების გაცემა და სასწავლებლის საოჯახო ნაწილის მოწესრიგება. ლასხიშვილი სასწავლებელს შუამდგომლობს მინისტრთა საბჭოს წინაშე, რათა ხარჯებისთვის გამოუყონ 3 500 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5608; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .