საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5804

ფაქტი 5804

მინისტრის მოადგილის 1918 წლის 26 ნოემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საინგილოში არის ორკლასიანი ნორმალური ვაჟთა სასწავლებელი, ქალთა სამრევლო სკოლა და 4 ქალ-ვაჟთა სამრევლო სკოლა. რაც ეს მხარე აზერბაიჯანის ჯარმა დაიკავა (ვაჟთა სასწავლებლის გარდა), ისინი აზერბაიჯანის მთავრობამ აპრილიდან დახურა და მასწავლებლები უჯამაგიროდ დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაქათლის ოლქის, კერძოდ, საინგილოს მდგომარეობა გამოძიებული არ არის, მინისტრთა საბჭოს ამ სკოლებისთვის 20 250 მანეთის გამოყოფას სთხოვს ხელფასებისა და სამეურნეო ხარჯებისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5804; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .