საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5823

ფაქტი 5823

1920 წლის 9 მარტს ექიმმა დ. ლორთქიფანიძემ მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოსთვის წარსადგენად მისცა მოწმობა, რომ ის ქრონიკული ციებ-ცხელებით (მალარიით) ძლიერად იყო დასუსტებული და თან ნაღრძობი, შესიებული ფეხი სტკიოდა, რის გამოც მას ხანგრძლივი მკურნალობა და ერთი თვით დასვენება სჭირდებოდა. მოწმობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს ექიმი დ. ლორთქიფანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5823; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .