საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5827

ფაქტი 5827

1919 წლის 27 მაისს ქუთაისის წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორმა კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ამიერკავკასიის ყოფილ კომისარიატს მიმართა შუამდგომლობით მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებელად ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილის დაემტკიცების შესახებ. აგრეთვე წარუდგინა საბუთი/მოწმობა „ბობრიშჩევა-პუშკინის ახალი ენების კლასებისა", თუმცა აბდუშელიშვილი არ დაუმტკიცებიათ თანამდებობაზე და არც საბუთი დაუბრუნებიათ. კ. გაბარაშვილმა სთხოვა მთავარგამგეს აღნიშნული პირის თანამდებობაზე დაენიშვნა, რადგან ის ძალიან კარგი მასწავლებელი იყო, რაც რევიზორმა ზანდუკელმაც დაადასტურა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5827; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .