საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6030

ფაქტი 6030

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე კორეპონდენტთან ინტერვიუში მთიელთა რესპუბლიკის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობდა. ქართველი პოლიტიკოსი ინტერვიუში კავკასიელ მთიელთა ისტორიულ თავისუფლებისმოყვარეობასა და ბრძოლისუნარიანობას აღნიშნავდა და ამის საუკეთესო ნიმუშად იმამ შამილს მიიჩნევდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6030; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .