საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6126

ფაქტი 6126

1917 წლის 4 მაისს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ ნინო ნადირაძე აქვეყნებს სტატიას „ქალებო მთელი ქვეყნისა შეერთდით!“, რომელშიც მიმოიხილავს გაზეთ „შრომის“ ორ სტატიას. ის განსაკუთრებით აღნიშნავს ბ. ჯავახის პუბლიკაციას, რომელიც ამბობს, რომ როცა ყველა ერთი მიზნისკენ უნდა მიისწრაფვოდეს, დიდი და პატარა, ქალი და კაცი შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს, ამ დროს ქართველი ქალები ცალკე საზოგადოებას იარსებენ და ეთიშებიან მამაკაცებს. პასუხად ნინო ნადირაძე წერს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ქალთა ემანსიპაცია, ამის ირგვლივ უნდა შეერთდნენ ქალები განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, მიმართულებისა და სოციალური მდგომარეობისა და მთელი ძალ-ღონით ებრძოლონ დამამონებელ პირობებს.

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 4 მაისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6126; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .