საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6130

ფაქტი 6130

1917 წლის 21 აპრილს, პარასკევს, ჭიათურაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წლიური კრება, სადაც უნდა აერჩიათ თბილისში, საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გასაგზავნი ორი წარმომადგენელი, ორი გამგეობის წევრი და ორი სარევიზიო კომისიის წევრი. ყველა დასახელებული კანდიდატი იყო მამაკაცი და არცერთი ქალი. ერთმა წევრმა ვერ მოითმინა და წინადადება შეიტანა დაესახელებინათ კანდიდატად ერთი ქალი მაინც. საბოლოოდ, ძლივს გადაწყვიტეს ერთი ქალის არჩევა. სტატიას ხელს აწერს "დამსწრე".


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6130; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .