საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6265

ფაქტი 6265

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N8 გაზეთ „რ. სლოვოზე“ დაყრდნობით აქვეყნებს სამხედრო მინისტრ ა. კერენსკის სიტყვას კიევში, რომელიც ამბობს, რომ ზოგიერთი კავკასიელი ხალხის განცხადებით, ისინი მეფესთან პირადი ხელშეკრულებით იყვნენ დამოკიდებულნი, დღეს კი არ ცნობენ ახალ მთავრობას და მეზობელთა ჟლეტა დაიწყეს. გაზეთი წერს, რომ ახალ მთავრობას უნდობლობასა და წინააღმდეგობას ყველაზე ნაკლებად კავკასიელი ხალხი უცხადებს და თანაც მათ შორის არავითარი ჟლეტა არ ყოფილა. არსებული ხელშეკრულება ეხება ქართველ ხალხს და საქართველოს და სოციალისტი კერენსკი პატივით უნდა მოპყრობოდა მას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6265; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .