საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6292

ფაქტი 6292

1917 წლის 15 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N10 ქუთაისის ქალთა საერთო კლუბის წევრთა საყურადღებოდ წერდა, რომ მომავალი კვირიდან ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიურო თბილისის ქუჩაზე, ქურთოვის შენობაში განთავსდებოდა, სადაც გაიმართებოდა კლუბის წევრთა ყოველკვირეული საზოგადო კრება საღ. 7 საათზე. კვირას, 18 ივნისს, გაზეთის რედაქტორი კატო მიქელაძე წაიკითხავდა ლექციას „რა უნდა მისცეს დამფუძნებელმა კრებამ ქალებს“. კვირიდან ბიურო იქნებოდა ღია ყოველდღე, დილის 10 საათიდან 3 საათამდე და 5 საათიდან საღამოს 8 საათამდე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6292; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .