საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6341

ფაქტი 6341

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 ცნობით, გაზეთ „რ. ვ“-ში გამოქვეყნდა ე. კ. ბრეშკოვსკაიას პროტესტი, რომელშიც ის ამბობს, რომ „ზ. ვ“-ს მოსკოვის გამოცემა N 59-ის მიხედვით, ეკატერინე კონსტანტინეს ასული ბრეშკო-ბრეშკოვსკაია ერთსულოვნად აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის წევრად, რასაც მისი თქმით ადგილი არ ჰქონია. ის უარს აცხადებს ცენტრალური კომიტეტის წევრობაზე, რადგანაც სოციალისტურ-რევოლუციური პარტიის მესამე საყოველთაო ყრილობამ არ სცნო ნდობის ღირსად რუსეთისათვის მებრძოლი ალექსანდრე თეოდორის ძე კერენსკი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6341; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .