საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6346

ფაქტი 6346

1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრმა ი. გ. წერეთელმა გამოსცა ბრძანება, რომლის ძალით ის პეტროგრადის პოჩტამტის მოსამსახურეებს უცხადებდა, რომ მის მიერ მიღებული იყო ყველა ზომა, რათა დაუყოვნებლივ შესრულებულიყო ახალი მთავრობის დადგენილება თითოეული მოსამსახურისთვის ჯამაგირის 60 მანეთით გაზრდის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6346; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .